ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა

29 დეკემბერი 2017, 00:00 4952 ნახვა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. დაწესებულებას დღეს 6 ავტომობილი გადაეცა, რომელთა  ღირებულება 518 ათას ლარს შეადგენს.

ახალი ტრანსპორტი  ყველა საჭირო მოწყობილობითაა აღჭურვილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბალანსზე რიცხულ ძველ ავტომობილები ახლით ჩანაცვლდება.

ავტოპარკი შარშანაც განახლდა.  მაშინ ცენტრის წარმომადგენლებმა,  4 ერთეული Volkswagen-ის მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინეს.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 13 ბრიგადა ჰყავს. ზამთრის სეზონზე კი დამატებით კიდევ 2 ბრიგადა მუშაობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი