ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა მიიღო. წინა პროცესზე შსს-მ წარმოადგინა ვიდეოჩანაწერები, სადაც რატიანის მხრიდან პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა ისმის.
ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არ ასახავს სრულ ეპიზოდს და საქმეს არ უნდა დაერთოს მტკიცებულებად, თუმცა მოსამართლემ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. ცნობილია, რომ პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.