სპეცოპერაციის დროს დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა

28 დეკემბერი 2017, 00:00 3203 ნახვა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. თემირლან მაჩალიკაშვილი ღრმა კომატოზურ მდგომარეობაშია და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება.

ექიმის თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის პროგნოზირება რთულია. თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციის დროს ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

სახელმწიფო უსაფრთხების სამსახური მას ტერორიზმის ხელშეწყობაში ედავება. 

უწყებაში 26 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და შეეცადა ხელყუმბარა მოქმედებაში მოეყვანა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი