წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე საქართველოში დააკავეს

28 დეკემბერი 2017, 00:00 3325 ნახვა

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1954 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ო. სამართალდამცველებმა  ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2007 წლიდან თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2017 წლის 22 აგვისტოდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება სხვადასხვა დანაშაულისთვის: ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბება და მისი ხელმძღვანელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძარცვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით დაუფლება და ტარება.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენების და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი