''დაშავებული კაცი მშენებლობაზე არ მუშაობდა'' - კომპანია ‘’ანაგი’’

27 დეკემბერი 2017, 00:00 5927 ნახვა

კომპანია ‘’ანაგის’’ წარმომადგენლები, რომლებიც ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსს აშენებენ განმარტებებს აკეთებენ. სამუშაოების მწარმოებლის ინფორმაციით, მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მერაბ ჩხირკვაძის ​თქმით, დაზარალებული აღნიშნულ მშენებლობაზე არ მუშაობდა. ის კონსტრუქციაზე ამწეს შესამოწმებლად ავიდა. თვითმხილველების განცხადებით, კაცს ფეხი დაუცურდა და დაახლოებით მეხუთე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა.

ემთხვევა, რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე მოხდა. დაშავებული  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ,  რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი