მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა

27 დეკემბერი 2017, 00:00 6062 ნახვა

ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა. დაშავებული  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ,  რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, კაცს ჭრილობა თავის არეში ჰქონდა, ასევე აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებებიც. სასწრაფო დახმარების ექიმის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას დაშავებული კონტაქტური იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში