,,საზოგადოებრივი პროკურატურა“ - პროექტის ფარგლებში ბათუმის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის თემა ნარკოტიკული და სატრანსპორტო დანაშაული იყო.
სტუდენტებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ნეგატიური მხარეები, საკანონმდებლო რეგულაციები, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები, ასევე საგზაო წესების დაცვა და მათი დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგები გააცნეს.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები ყოველწლიურად ტარდება. პროექტის მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა.