პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი ღრმა კომატოზური მდგომარეობით, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
პაციენტს გუშინ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. ექიმებს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირთ.