მედიცინის მუშაკთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ ღვაწლმოსილი ექიმები დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში ჯილდო 20 მედიკოსს გადაეცა. ცერემონიალზე 2017 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში გატარებული პროგრამები შეაჯამეს.
მიმდინარე წელს სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით 10 ათას 620-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.