ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ - განცხადებას ამის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. სპიკერის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, თბილისში, 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებულ ახმეტ ჩატაევის კომპიუტერში აუდიოჩანაწერები იპოვეს, რითიც დადგინდა, რომ ტერორისტები თურქეთისა და საქართველოს დიპლომატიურ კორპუსებზე თავდასხმას გეგმავდნენ.
ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თავდასხმები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი.