ტექდათვალიერება - რეგულაციები 1 იანვრიდან

25 დეკემბერი 2017, 00:00 4003 ნახვა

ერთ კვირაში საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება და 2 წელს გაგრძელდება. 2019 წლის ბოლომდე ტექდათვალიერება, ანუ ტესტირება უნდა გაიაროს საქართველოში რეგისტრირებულმა ყველა ავტომანქანამ, ასეთი კი მილიონ 200 ათასია.

ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივადაა დაყოფილი, პირველ ეტაპზე შეეხება დიდი მოცულობის ძრავის ავტომობილებს, შემდეგ კი სახელმწიფოს კუთვნილ ავტომანქანებს და ყველა სხვა კერძო მსუბუქ მანქანებს. ამ რეფორმის გატარება 2004 წელს, სავალდებულო პერიოდული ინსპექტირების გაუქმების შემდეგ რამდენჯერმე დაიგეგმა და გადაიდო.

ახლა კი ქვეყანას ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. ავტომობილების ტექდათვალიერება დაახლოებით 60 ლარის ფარგლებში ეღირება. სად იქნება შესაძლებელი მანქანის ტესტირება, რა ვადები და დროა განსაზღვრული – ქეთი ბოლქვაძე მოგვიყვება. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში