69 დაკავებული საპოლიციო კონტროლის შედეგად

23 დეკემბერი 2017, 00:00 5031 ნახვა

საპოლიციო კონტროლის სისტემას საპარლამენტო უმრავლესობაში დადებითად აფასებენ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ვიდრე რაიმე ცუდი შედეგები დადგემა პოლიცია მანმადე უნდა ჩაერთოს. პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლი დაიწყო. უწყებამ კონტროლის შედეგად 69 პირი უკვე დააკავა. საპოლიციო კონტროლი რიგ შემთხვევაში ზედაპირული შემოწმების განხორციელებას გულისხმობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ: სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32 პირია დაკავებული. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 12 პირი, ასევე, დაკავებულია 2 ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები, ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღები. ასევე გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი