პედაგოგთა კონფერენცია

23 დეკემბერი 2017, 00:00 3171 ნახვა

პედაგოგთა მეოთხე რეგიონული კონფერენცია გაიხსნა. პროგრამა  18 მიმართულებით პლენარულ და სექციურ  მოხსენებებს ითვალისწინებს.  228  პედაგოგიდან 96  მონაწილე შეირჩა, რომლებიც ორი დღის განმავლობაში მოხსენებების პრეზენტაციას გააკეთებენ.

კონფერენცია, რომელსაც  აჭარის განათლების ფონდი ატარებს მიზნად მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს, სკოლაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას, ასევე სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სწავლების გამოცდილების გაზიარებას და  განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარებას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი