მართვის მოწმობის გამოცვლა 1 აპრილამდეა შესაძლებელი

23 დეკემბერი 2017, 00:00 3433 ნახვა

2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების შეცვლის ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია. პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ ე.წ. ტექ დათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე მოსმენით იმ დათქმით მიიღო, რომ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დამატებით კიდევ რამდენიმე თვე შეუნარჩუნდებათ.

შესაბამისი წინადადება კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დააყენა და - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა გაიზიარა. აქამდე 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნარჩუნდებოდათ, ამ ცვლილებების შემდეგ კი ეს ვადა 1-ელ აპრილამდე გაიზარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი