ვეტო თუ თანხმობა

23 დეკემბერი 2017, 00:00 1733 ნახვა

დაადებს თუ არა პრეზიდენტი მაუწყებლობის შესახებ კანონს ვეტოს მომავალ კვირას გაირკვევა.  63  ხმით მიღებული ცვლილებების წინააღმდეგ მხოლოდ სამი დეპუტატი წავიდა. ცვლილების მიხედვით “საზოგადოებრივი მაუწყებელს” უფლება ეძლევა ეთერში განათავსოს კომერციული რეკლამა, თუმცა მხოლოდ სამუშაო დღეებში. რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3-წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა, მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის, კონკურსის, გასართობი გადაცემისა და  სერიალების.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი