63 ხმით მიღებული -,,მაუწყებლის შესახებ” კანონი. წინააღმდეგ მხოლოდ სამი დეპუტატი წავიდა. ცვლილების მიხედვით “საზოგადოებრივი მაუწყებელს” უფლება ეძლევა ეთერში განათავსოს კომერციული რეკლამა, თუმცა მხოლოდ სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროსი.
რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3-წუთს. საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა, მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის, კონკურსის, გასართობი გადაცემისა და სერიალების.