მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე დაპირისპირება მოხდა პარლამენტში

22 დეკემბერი 2017, 00:00 2579 ნახვა

მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე დაპირისპირება  მოხდა პარლამენტში. ხმაური საკანონმდებლო ორგანოში ნიკა  მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. კერძოდ, უმცირესობის წარმომადგენელმა პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობის ლოჟისკენ გადაინაცვლა და მინისტრებს ახლო მანძილიდან მიმართავდა.

პროცესი დეპუტატებისა და მინისტრების მონაწილეობით სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. ამის გამო სხდომა რამდენიმე წუთით გადაიდო. ვითარების განმუხტვისთვის მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი