არქეოლოგიური დაცვის ზონა და მკაცრი შეზღუდვები გონიოელებისთვის – იქედან გამომდინარე, რომ გონიოს ციხის მიმდებარე, საკმაოდ დიდ ტერიტორიას, განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, მესაკუთრეებს იქ კაპიტალური შენობის განთავსების უფლება არ აქვთ.
ამ რეგულაციას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები – სწორედ ამიტომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და სივრცითი მოწყობის სამსახურში, სპეციალური რუკის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ რეგულაციები უნდა შემსუბუქდეს ციხის სამხრეთ ნაწილში არსებული ტერიტორიებისთვის, ჩრდილოეთით კი, ანუ იქ, სადაც ნაქალაქარია, იგივე დარჩეს.
სწორედ ჩრდილოეთშია მოქცეული იმ მიწების დიდი ნაწილი, რომელთა დაბრუნებასაც ოჯახები წლებია ითხოვდნენ. საზღვრების გადახედვასა და ტერიტორიის ნაწილისთვის შეზღუდვის მოხსნის თაობაზე ინიციატივა ქალაქის საკრებულომ უნდა შეიმუშაოს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ უფლების შესახებ დეპუტატების ნაწილმა არც კი იცოდა.