,,წელს ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მთავარი ღირებულებების, ევროპული განვითარების, კეთილდღეობის გაღრმავებისა და ჩვენი დემოკრატიის განმტკიცების გზაზე” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლო მიღებაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა მომავალი, 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა.
ერთობლივი საახალწლო მიღების დაწყებამდე, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს საექსპოზიციო დერეფანი- საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" დაათვალიერებინა, რომელზეც წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტომასალა.
2018 წლის მნიშვნელობაზე ისაუბრა ამავე ღონისძიებაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. გიორგი შეფასებით, 2018 წელს საქართველო დღესასწაულობს ძალიან მნიშვნელოვან თარიღს.