სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია

20 დეკემბერი 2017, 00:00 3063 ნახვა

ბათუმის მერიასა და თურქულ კომპანია ,,ეჯიტაშ“ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაციის მესამე ფაზის ფარგლებში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია იგეგმება.

პირველი ლოტი  არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის შემაკავებელი ავზის გამრიცხველიანებას ითვალისწინებს. სამუშაოები 2018 წლის მარტში დაიწყება და 2020 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

სახელშეკრულებო ფასი 5 მილიონ 700 ათასი ევროა.  მეორე ლოტი კი  ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციას გულისხმობს. აქ კი სამუშაოები 2018 წლის მარტში დაიწყება და 2019 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.  სამუშაოებისთვის 3 მილიონ 300 ათასი ევრო დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი