დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

20 დეკემბერი 2017, 00:00 3544 ნახვა

არასრულწლოვნის  ჯანმრთელობის მდგომარეობა  კრიტიკულია. 17 წლის მოზარდი მედიკოსების განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სახის არეში ცეცხლსასროლი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული. იგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობდა.

მოზარდი სავარაუდოდ ინტერნეტ თამაშში იყო ჩართული, ამაზე მისი ოჯახის წევრები და სკოლის დირექტორი საუბრობენ.  17 წლის მოზარდზე, რომელსაც სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული, შსს–მ გამოძიება 285-ე მუხლით  რამდენიმე თვის წინ დაიწყო,  რაც  კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი