ადამიანის პაპილომა ვირუსი და ვირუსის თავიდან აცილების მეთოდები. აღნიშნული ინფექციური დაავადების, ყველაზე მაღალი რისკი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევაა, უმრავლეს შემთხვევაში კი შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
მედიკოსები ვირუსის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე რჩევას აძლევენ ადამიანებს, მათ შორისაა ვაქცინაცია. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე ადრეულ ასაკში 9 წლიდან იწყება. სწორედ 9 წლის მოზარდებისთვის დაიწყო წელს პირველად აცრების ჩატარება თბილისში, ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში.