ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის გაწმენდისას შპს „ბათუმის წყალის“ თანამშრომლებმა ჩახერგილი მონაკვეთიდან ათასობით პოლიეთილენის ბოთლი ამოიღეს.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, სანიაღვრე არხებში ყრის. ჩახერგილი არხი სრულად გაწმენდილი არ არის, რადგან რიგ მონაკვეთებზე კერძო მესაკუთრეების ეზოებია და სამუშაოების დაწყება შეთანხმების გარეშე ვერ ხერხდება.