მოსახლეობა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას ითხოვს

18 დეკემბერი 2017, 00:00 2937 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებლები და მაღაზიებში დასაქმებულები გადათხრილი ტროტუარების დროულ მოწესრიგებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით სამუშაოები 2 თვის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.

მოქალაქეები გადაადგილებისას შექმნილ საფრთხეებზე და პრობლემაზე საუბრობენ. კომერციულ ობიექტებს სამუშაოების გამო არ მიეწოდება წყალი და მოშლილია საკანალიზაციო სისტემა. როდის დასრულდება სამუშაოები ბათუმის მერიაში ამ ეტაპზე კომენტარი არ გაკეთებულა. 

ამავე კატეგორიაში