ხანძარი იყო ქობულეთში, სოფელ ლეღვაში. სულიკო რომანაძის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. დამწვარია შენობის დიდი ნაწილი. ასევე დაზიანებულია სახლის სახურავი.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივები ასევე საკუთარი ძალებითაც ცდილობდნენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სოფელ ლეღვაში დაზარალებულ ოჯახს დღეს მოინახულებენ.
რა დახმარებას გაუწევენ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ცნობილი მოგვიანებით გახდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.