აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასახელებული სკოლების ნაწილში რეაბილიტაცია წლების წინ ჩატარდა, ნაწილში კი მიმდინარე წელს. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის თქმით, ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია 2005 წელს ჩატარდა, თუმცა ამ დროისათვის ხელახლა სჭირდება რემონტი.
ცეცხლაურის მეN2 საჯარო სკოლა 2014-15 წლებშია აშენებული და კომპანია ვალდებულია დროულად აღმოფხვრას ხარვეზი. კვირიკეს N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია კი მიმდინარე წელს განხორციელდა. კომპანიამ ვეღარ დაასრულა ცენტრალური გათბობის სისტემის სამუშაოები. თუმცა შეტანილია გათბობის ალტერნატიული საშუალებები. რაც შეეხება სველ წერტილებს, ყველა სკოლას მიეცა მითითება, რომ უზრუნველყონ ჰიგიენის დაცვა და ამისათვის შესაბამისი სახსრები გააჩნიათ.