აფეთქება ბათუმში

10 დეკემბერი 2017, 00:00 3724 ნახვა

ახვლედიანის 12 ნომერში 4 სართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად წინასწარი ინფორმაციით 7 ადამიანი დაშავდა და 9 ოჯახი დაზარალდა. მათ ბათუმის მერია დროებით ქირით გაიყვანს. აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 229-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა რაც ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.

დაზიანებულია სხვა საცხოვრებელი კორპუსები, ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია სახურავი და კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომობილები. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი