ტელეკომპანია „ბელარუს 1“ აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალს 4 გადაცემას მიუძღვნის. გადაცემა „50 რეცეპტი”-ის სპეციალური გამოშვებების ჩაწერა რეგიონში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ყველა გადაცემა პოპულარულ აჭარულ კერძებს მიეძღვნება, რომლის დროსაც ქართული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის შესახებ ისაუბრებენ. გადაცემის ობიექტივში ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი მოექცევა. აჭარის შესახებ მომზადებულ გადაცემებს ბელარუსში 7 მილიონამდე მაყურებელი იანვრის განმავლობაში ნახავს.