თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხვდარ მკლველობაში ბრალდბეულების პროცესი მიმდინარეობს. სხდომა, რომელიც საათზე მეტია გრძელდება, დახურულია. როგორც ცნობილია ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
დღეს მოსამართლე აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში.
პოლიციამ ერთი მოზარდი, რომელიც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა, ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო მეორე მოზარდის დაკავების მიზნით შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება. დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია ორი იარაღი.