აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება. ამ წუთებში პანელი: გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები 1-ლი სესია მიმდინარეობს. მომხსენებლები საქართველოში ინვესტირებისთვის არსებული ბიზნესგარემოს, სასაზღვრო კონტროლზე, სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მტკიცე მხარდაჭერასა დადივერსიფიცირებულ საინვესტიციო გარემოზე იმსჯელებენ.
მოხსენების შემდეგ დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება. აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასამდე დელეგატი იმყოფება.