ანტიტერორისტული ოპერაცია ათენში

28 ნოემბერი 2017, 00:00 2268 ნახვა

მასშტაბური სპეცოპერაცია ათენში. საბერძნეთის პოლიციის ანტიტერორისტულმა სამსახურმა თურქეთის 9 მოქალაქე - 8 კაცი და ერთი ქალი დააკავა.  მათ ბინებში აღმოჩენილია საბრძოლო მასალა. საქმე არ ეხება საშინაო ტერორიზმს ან ჯიჰადიტებს - განმარტავენ პოლიციაში. დაკავებები და ჩხრეკა ჩატარდა  სხვადასხვა რაიონში, სამ ბინაში. ბინებში ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია რამდენიმე პორტატული კომპიუტერი, საათი, სადენები და ქილები უცნობი ნივთიერებით, რომელიც სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობებისთვის გამოიყენება.

ყველა მასალა სასამართლო ლაბორატორიებში ექსპერტიზისთვის გაიგზავნა. ბერძნული მედიის თანახმად, ყველა დაკავებული ქურთია და რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის წევრია. რამდენიმე დღეში ათენში თურქეთის პრეზიდენტს ელოდებიან.  უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ერდოღანის ვიზიტის ზუსტი თარიღი არ სახელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი