სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ისრაელის მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას

25 ნოემბერი 2017, 00:00 3157 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ისრაელის მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გუშინ, 24 ნოემბერს, ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში, ხანძრის შედეგად დაშავებული 21 ადამიანი გადაიყვანეს.  დაშავებულების დიდ ნაწილს ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნებოდათ, 2 პირს  ჰქონდა მსუბუქი მოტეხილობა. 

ხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. 

სხვადასხვა კლინიკაში გუშინ ძლიერი დაკვამლიანების დროს დაზარალებულები, რომლებიც ინტოქსიკაციის ჩივილებით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში, დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. სამი პირი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამ დროისთვის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში