უკრაინაში ღამე საჰაერო განგაში იყო, დრონებით თავდასხმის გამო საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა კიევშიც - უკრაინული მედია

25 დეკემბერი 2024, 10:35 79 ნახვა

რუსეთი დღეს დილიდან უკრაინაზე მასიურ სარაკეტო იერიშს ახორციელებს-ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს იყენებს. საჰაერო განგაში უკრაინაში გამთენიისას ჩაირთო, თუმცა დაბომბვა ახლაც გრძელდება.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განმარტებით, რაკეტების გარდა რუსეთმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოიყენა. უკვე დაიბომბა ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავის და ხარკოვის ოლქები.

დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ცნობები ჯერ არ გავრცელებულა.

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივოი-როგში საცხოვრებელი შენობაც დაბომბეს. დაიღუპა 1 და დაშავდა 15 ადამიანი, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.  დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში