შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც მაცხოვრის დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავს - პრემიერი

25 დეკემბერი 2024, 10:17 78 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შობას ულოცავს მოქალაქეებს, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.

„შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც მაცხოვრის დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავს. ეს დღე ყველა ქრისტიანისთვის სიყვარულისა და ნათელი მომავლის სიმბოლოა.

გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს თქვენს ოჯახებში“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში