აჭარის მაუწყებლის წვლილი “ბედნიერი სახლის” მშენებლობისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიზანი და შედეგი - დანახარჯების გარეშე ჩატარებული კონცერტი და ქველმოქმედება – 40 ათას ლარზე მეტი, ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხება.
მაუწყებლის გადაწყვეტილებით, პირველად, არხის იუბილის აღნიშვნა ქველმოქმედებას დაეთმო. საქველმოქმედო მარათონში კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ის მოქალაქეებიც ჩაერთნენ, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, ის ხელოვანებიც, რომლებიც სცენაზე მაყურებლისთვის, ქველმოქმედებისთვის იდგნენ, ყველა ის ადამიანი, ვინც საკუთარი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტელევიზიის იდეის განხორციელებისთვის.