ბათუმის პორტთან, ქალაქის შემოსასვლელში, ესტაკადის მშენებლობისთვის საკრებულომ აჭარის მთავრობას მიწის ნაკვეთები, ჯამში, 5 ჰექტრამდე ტერიტორია, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა.
ამ საკითხს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ოპოზიცია აუქციონის გამოცხადებას მოითხოვდა. მთავრობას უკვე შერჩეული ჰყავს მშენებელი და ზედამხედველი კომპანიები. ჯამში მშენებლობისთვის 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.