დილიდან ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებს ხვდებიან. ევროპის საბჭოს დელეგაცია უკვე შეხვდა სამი ბარიერგადალახული კოალიციის წარმომადგენლებს.
ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით საქართველოს აქვს ვალდებულებები ევროსაბჭოს მიმართ, რომელიც გაყალბებული არჩევნებით, მოქალაქეების უფლებების სისტემური დარღვევითა და მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევით დაირღვა.
მათ ევროსაბჭოს დელეგაციას კიდევ ერთხელ დაუსახელეს მოთხოვნები, რის გამოც თვეზე მეტია მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით იკრიბებიან - ახალი არჩევნები და იმ ადამიანების გათავისუფლება პატიმრობიდან, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაიჭირეს.
რაც შეეხება პარტია გახარია საქართველოსთვის, ევროპის საბჭოს დელეგაცია პარტიის თავმჯდომარეს სახლში ეწვივნენ, შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები იყო. გავრცელებული ინფორმაციის ევროპის საბჭოს წარმომადგენლები გლდანის ციხეში აქციებზე დაკავებულ ადამიანებსაც მოინახულებენ.