თოვს ხულოში. თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღწევს. უხვი ნალექის გამო გადაადგილება გართულდა რამდენიმე მიმართულებით. მოქალაქეებს ხულოს სახანძრო სამაშველო ბრიგადები ეხმარებიან.
გარდა ამისა, დღეს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ხულოში, სოფელ კალოთაში მცხოვრებ 50-მდე აბონენტს. გოდერძის უღელტეხილზე კი უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა შეზღუდულია. ძლიერი წვიმა იყო დღეს ბათუმში. სინოპტიკოსების ვარაუდით 2 დღეში გამოიდარებს.