აჭარას ერთადერთი მენტორ-მასწავლებელი ჰყავს და იგი სალიბაურის მეორე საჯარო სკოლაში მუშაობს. ხათუნა ხალვაშმა ეს წოდება 1 წელში მიიღო, რაც ამ გზის გასავლელად შეიძლება ითქვას, მცირე დროა.
რეგიონის ნომერ პირველი მასწავლებელი მიღწეულ წარმატებას არ ჯერდება და ფიქრობს, როგორ გახადოს გაკვეთილები უფრო საინტერესო, განსხვავებული და მრავალფეროვანი.