აქცია მთავრობის სახლთან. ბათუმში გამსახურდიასა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში წლების წინ არსებული მაღაზია “მაგნოლიას“ გამგე იმ შენობის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული.
მაღაზიის ყოფილმა მფლობელებმა სასამართლოს ყველა ინსტანცია წააგეს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ საქმე შესაბამისმა უწყებებმა ხელახლა უნდა შეისწავლონ.
გურამ ხიმშიაშვილი აჭარის მთავრობას შუამდგომლობას სთხოვს. ფართის ყოფილი მეპატრონეების ინფორმაციით, მათ ოცი წლის წინ მაღაზიის გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ, მაგრამ ობიექტი აუქციონის გარეშე პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისდა. ფართი წლების წინ მაშინდელმა საბაჟოს უფროსმა შეიძინა.