ირანსა და ერაყში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

14 ნოემბერი 2017, 00:00 2055 ნახვა

452 ადამიანი დაიღუპა და 7 370 დაშავდა ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ირანმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევების შედეგად საცხოვრებელი სახლები და სხვა ნაგებობები დაინგრა, დაზიანდა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.

განსაკუთრებით პროვინცია კერმანშახის მკვიდრები დაზარალდნენ. ეპიცენტრი ერაყის ქურთისტანის ქალაქ ხალაბჯაში დაფიქსირდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსოფლიო ლიდერებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზარიფის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანა ბუნებრივი კატასტროფის შედეგებს საკუთარი რესურსებით აღმოფხვრის. მიწისქვეშა ბიძგები თურქეთსა და პაკისტანში, ასევე ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთში იგრძნობოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი