უპოვართა სასადილო

11 ნოემბერი 2017, 00:00 2213 ნახვა

ქობულეთში უპოვართა სასადილოს რეაბილიტაცია უტარდება. შენიშვნები და რეკომენდაციები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა, რაც ინვენტარის გამოცვლასა და შენობაში სხვადასხვა სივრცის არასწორ განლაგებას ეხებოდა.

შენობაში მოეწყო საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემა, დაახლოებით ერთ კვირაში კი ავეჯითა და ინვენტარით უნდა აღიჭურვება. უფასო სასადილოს 208 ბენეფიციარი მომსახურებას დროებით ალტერნატიულ შენობაში იღებს. სასადილოს რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 23 500 ლარი იხარჯება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში