სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს აფასებს. მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში მუქარისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე ფაქტზე დაფიქსირდა.
"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის ერთ ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი ხაშურის ოლქში. ორგანიზაცია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, უზრუნველყოს ამომრჩევლის პირადი მონაცემების დაცვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვა. ორგანიზაცია არჩევნების პროცესს ექვსივე ოლქის 317 საარჩევნო უბანზე დააკვირდება. ასევე 12 ნოემბერს იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი.