მახინჯაურის სკოლის დოკუმენტაციას ინსპექტირების სამსახური სწავლობს. სკოლის დირექტორის განმარტებით, ეს გეგმიური შემოწმებაა. აჭარის განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სკოლის საქმიანობით ერთ-ერთი საჩივრის საფუძველზე დაინტერესდნენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მახინჯაურის სკოლის მეშვიდე ა კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელი სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს და დამრიგებლის პოზიციიდან გათავისუფლება მოითხოვეს, რაც დირექტორმა დააკმაყოფილა.