ავსტრალიაში ავტომობილი სკოლის შენობას დაეჯახა. ,,ეიბისი ნიუსის" ცნობით, შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და 21 დაშავდა. ინციდენტი სიდნეის დასავლეთში გრინეიკრის რაიონში მოხდა. ავარიის შემდეგ 5 ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს.
ინციდენტისას სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. შენობაში პედაგოგი და 24 მოსწავლე იმყოფებოდნენ. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები მომხდარს წინასწარ განზრახულად არ აფასებენ. საჭესთან მყოფი 52 წლის ქალი საავადმყოფოში მოათავსეს. ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.