აჭარის მთავრობა მომავალი წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში თანხებს მომავალ წელსაც გაითვალისწინებს-ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, ფონდიდან დასაფინანსებელი მუნიციპალური პროექტებისთვის მიმდინარე წელს 17 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო 2018 წლისთვის ხარჯები შემცირდა და ფონდიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.