მეწყერი ქედაში

01 ნოემბერი 2017, 00:00 2959 ნახვა

ქედაში მეწყრული პროცესები ისევ გრძელდება. საფრთხე ექმნება საცხოვრებელ სახლებს. სოფელ კოლოტაურში წითელაძის საცხოვრებელთან ჩამოწოლილი მიწის გამო გამგეობამ ოჯახი ქირით გაიყვანა.

სტიქიის შემდეგ ყოველ გაწვიმებაზე ვითარდება მეწყერი ზვარის საავტომობილო გზაზეც, რის გამოც მოსწავლეებს, სკოლამდე მისასვლელად, შემოვლითი გზის გამოყენება უწევთ. კვლავ მოუგვარებელი რჩება მუნიციპალიტეტში ორი კვირის წინ განვითარებული სტიქიური მოვლენებით გამოწვეული პრობლემები. ქედაში აღნიშნული სტიქიის შემდეგ გეოლოგებმა 42 კერძო საცხოვრებელი სახლი შეისწავლეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი