როგორ უნდა აირჩიონ ახალგაზრდებმა მომავალი პროფესია სწორად?_ამ თემაზე აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები მოსწავლეებს ქედაში შეხვდნენ. პროექტის მიზანი სამომავლოდ კვალიფიციური კადრების მომზადებაა. სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციის ქვეპროგრამის ფარგლებში პრეზენტაცია 30 დამამთავრებელ კლასს ჩაუტარდება.