,,შუახევის შემოქმედებითი ცხოვრების ისტორია“ - ამ სახელწოდებით მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, პირველ წიგნს გამოსცემს. მასში 1950-იანი წლებიდან დღემდე კულტურის სფეროში მოღვაწეთა ფოტოებთან ერთად ბიოგრაფიები იქნება წარმოდგენილი.
ასევე ასახული იქნება ხელოვანთა ნამუშევრები და მხატვრული შემოქმედი კოლექტივების საქმიანობა. 400 გვერდიანი წიგნი წლის ბოლოს გამოიცემა, რისთვისაც შუახევის გამგეობიდან 21 ათასი ლარი გამოიყო.