ამ მოწვევის ბოლო სხდომა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. დეპუტატებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პირების ქცევისა და ეთიკის ნორმების შესახებ ახალი ნორმატიული აქტები დაადგინეს. ასევე გაიწერა დირექტორის არჩევის წესი, კერძოდ, მას უნდა ქონდეს 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, უმაღლესი განათლება და სამინისტროში გავლილი ტრენინგ კურსები.
სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემაზეც. კერძოდ სარფში, ახალსოფელსა და განთიადში მდებარე მიწის ნაკვეთების შესახებ. დეპუტატებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშიც მოისმინეს. ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 112 %-ით, ხარჯვით ნაწილში კი 91 %-ით შესრულდა.